Friday, December 5, 2014

1.პროექტის სახელწოდება: პითაგორას თეორემა 2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:პითაგორას თეორემის ცნება,მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის დამოკიდებულების ცნება, გაეცნონ პითაგორას თეორემის მნიშვნელობას ყოფაცხოვრებაში. 3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლე იყენებს ფიგურათა თვისებებს,პოულობს ფიგურის უცნობ ზომებს,ფიგურათა ფართობებს,იყენებს შემოკლებული გამრავლების ფორმულებს,რიცხვის კვადრატს. 4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შედეგად აღმოაჩენენ მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის დამოკიდებულებას.გაეცნობიან პითაგორას თეორემის მნიშვნელობას ყოფაცხოვრებაში. 5.მოსწავლეთა ასაკი: 14 წელი 6.ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 გაკვეთილი 7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შესძლებენ დამოუკიდებლად სტანდარტული და არასტანდარტული ამოცანების ამოხსნას,მართკუთხა სამკუთხედის უცნობი ზომების პოვნა პითაგორას თეორემის გამოენებით. 8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი,სახაზავი,ფიგურათა მოდელები,ინტერნეტი,კომპიუტერი. 9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია პითაგორას თეორემის შესახებ.თითოეული ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას. 10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მათემატიკის შესწავლა კავშირი აქვს საბუნების მეტყველო საგნებთან. სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა,ინტერნეტი) სარგებლობის უნარის ჩამოყალიბება. 11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ლია ჩიღოევა 12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:lia.chigoeva@gmail.com 13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:liachigoeva.blogspot.com.